Thursday, February 17, 2011

სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. XII კლასი

სამოდელო გაკვეთილი

სკოლა - 180-ე საჯარო
მასწავლებელი - ეთერ მებაღიშვილი
სწავლების საფეხური - XII კლასი
მოსწავლეთა პროფილი - 20 მოსწავლე. კლასში განსაკუთრებულუ საჭიროების მქონე
მოსწავლეები არ არიან
თარიღი - 3.02.2011.

გაკვეთილის
მთავარი თემა როგორ ამოვიცნოთ პერსონაჟის ფსიქოლოგია (გოდერძი ჩოხელის მოთხრობის „ცხრა შეკითხვა სიყვარულზე“ მიხედვით)?

ქვეთემები 1. რა არის სიყვარული?
2. რა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიაზე გარემო და ტრადიციები?
3. რა ადგილი უკავია მწერლობაში სიყვარულის თემას?
4. რა არის საერთო სიყვარულსა და ფსიქოლოგიას შორის?
გაკვეთილის მნიშვნელობა მოსწავლეები იმსჯელებენ სხვადასხვა დროისა და პრობლემის ამსახველ ტექსტზე, შეადარებენ ერთმანეთს ტრადიციულ და თანამედროვე ფასეულობებს, ამოიცნობენ მხატვრულ ხერხებს და იმსჯელებენ მათ დანიშნულებეზე, გაიაზრებენ ენას, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის სასუალებას, განსაზღვრავენ მწერლის სტილს, დაახასიათებენ პერსონაჟებს, შექმნიან მატ ფსიქოლოგიურ პორტრეტს.

გაკვეთილის მიზანი და შედეგები ტექსტის წაკითხვა-გაანალიზება, არგუმენტირებული ზეპირი და წერითი მეტყველების უნარის განმტკიცება, საკუთარი აზრის დამაჯერებლად გადმოცემისა და სხვისი აზრის მოსმენის, მიღება-უარყოფის ჩვევის გამომუშავება, ნასწავლ მასალასთან პარალელის გავლება, ტექსტის დაკავშირება რეალობასთან.

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან 12.5. მოსწავლე კითხულობს და აანალიზებსსხვადასხვა პერიოდის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით:
ლიტერატორული ნაწარმოების ანალიზის საფუძველზე ადარებს ერთმანეთს ტრადიციულ და თანამედროვე ფასეულობებს; ტექსტში ასახული პრობლემის ინტერპრეტაციისას ითვალისწინებს კონკრეტულიმ ეპოქის თავისებურებებს.

12.7. მოსწავლე აანალიზებს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენას ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე:
მსჯელობს ავტორის ფასეულობებსა და შეხედულობებზე, აკავშირებს ამ ფაქტორებს ნაწარმოების შინაარსთან, იზიარებს (ან არ იზიარებს) ავტორის შეხედულებებს, გამოხატავს და სათანადო არგუმენტებით იცავს საკუთარ აზრს

12.8. მოსწავლე აანალოზებს მხატვრული სახის შესაქმნელ ენობრივ საშუალებებს, ნაწარმოებსი ამოიცნობს მხატვრულ სახეებს და აფასებს მათ ეფექტურ და ობიექტურ ხედვას; გაიაზრებს კონკრეტული მხატვრული სახის ღირებულებას მხატვრულ სახეთა სისტემაში

12.9. საკუთარი და სხვისი ინტერპრეტაციის საფუძველზე მოსწავლე აანალიზებს , რა ეფექტს ახდენს ავტორის ენობრივი არჩევანი მკითხველზე:
განსაზღვრავს ავტორის მიერ შემოთავაზებულ სტილს, საუბრობს იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ავტორის სტილს ნაწარმოებში გამოყენებული ენობრივ-გრამატიკული კონსტრუქციები და ლექსიკა.

12.13. მოსწავლე ახასიათებს პერსონაჯებს, ქმნის პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტს კონკრეტული კონტექსტის (საქციელი, გადაწყვეტილება, მსჯელობა და ა.შ.) მიხედვით.

წინასწარი ცოდნა მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ ო.ჩხეიძის „მკითხველი“, ზ.კაკაბაძის „არის მკითხველი“, ჯ.ქარჩხაძის „რახათ-ლუხუმი“,
ლ.ანდრეევის „ბენ-ტოვინტი“, გამომუშავებული აქვთ დისკუსიაში მონაწილეობის ჩვევები.

შეფასების საგანი და პროცედურები განმსაზღვრელი შეფასება- ფასდება საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, მსჯელობის, დაკვირვების, ანალიზის, არგუმენტაციისა და შემოქმედებითობის უნარი. (იხ. დანართი)

შეფასების რუბრიკა

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები მე-12 კლასის სახელმძღვანელო. ავტორები:თ. ვასაძე, ნ. მუზაშვილი; კომპიუტერი-1; პროექტორი - 1; დაფა, ცარცი, საწერკალმები, რვეულები.


გაკვეთილის მსვლელობა

1-ლი აქტივობა კლასის ორგანიზება - 2 წთ.

მე-2 აქტოვობა პროვოცირება - 5 წთ. ( მთელ კლასთან)
მოსწავლეები პროექტორის საშუალებით ნახავენ მასწავლებლის მიერ წინასწარ მოძიებულ მასალას (სხვადასხვა გამომეტყველების ადამიანთა პორტრეტები) და გამოთქვამენ თვალსაზრისს მათი ფსიქოლოგიის შესახებ. (იხ. დანართი)

მე-3 აქტივობა ტექსტის წაკითხვა კომენტარებით - 8 წთ. ( მთელ კლასთან და ინდივიდუალურად)
ტექსტის ყოველი ნაწილის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ, რვეულებში ჩაწერონ პერსონაჟის 1-2 სიტყვიანი ფსიქოლოგიური დახასიათება, შემდეგ კი წაიკითხონ ხმამაღლა (პასუხები ფიქსირდება დაფაზე)

მე-4 აქტივობა წყვილებში მუშაობა - 8 წთ.
მოსწავლეები გაიხსენებენ მათთვის საყვარელ გამონათქვამებს, აფორიზმებს, ანდაზებს,ლექსებიდან ნაწყვეტებს სიყვარულის შესახებ და შემდეგ კითხულობენ ხმამაღლა, აკვირდებიან, ხომ არ მიესადაგება რომელიმე მათგანი გ.ჩოხელის პერსონაჟებს.

მე-5 აქტივობა დისკუსია - 12 წთ. ( მთელ კლასთან) სახელმძღვანელოში მოცემული დავალებების : დეტალებზე დაკვირვება, ანალიტიკური კომენტარი, ინტერპრეტაცია - შესრულება.

მე-6 აქტივობა რეფლექსია - 8 წთ. - კითხვებზე პასუხის გაცემა
1.რა სტილს ირჩევს გ.ჩოხელი პერსონაჟთა დასახასიათებლად?
2.რა დატვირთვა აქვს დიალექტიზმებს?
3.კიდევ რაზე დაკვირვებით შეიძლება ადამიანის ფსიქოლოგიის ამოცნობა?
4.რომელ ნაწარმოებს გაიხსენებდით ამ თვალსაზრისით? რიზე დაკვირვებით გამოვიტანეთ დასკვნა პერსონაჟის დახასიათებისას?
5.თქვენი აზრით, ვინ უკეთესად შეძლებს ადამიანის ფსიქოლოგიის გადმოცემას: მწერალი, მხატვარი თუ ფოტოგრაფი - და რატომ?
6.შეიძლება თუ არა გ.ჩოხელის მიერ წარმოდგენილ პერსონაჟებს სხვა ხასიათის ადამიანი მივამატოთ?
7.რა დატვირთვა აქვს მე-9 ინტერვიუს?

მე-7 აქტივობა საშინაო დავალება - 2 წთ.
წერითი დავალება> 1. განავრცეთ გ. ჩოხელის ინტერვიუ და შემოიყვანეთ განსხვავებული ხასიათის პერსონაჟი ან პერსონაჟები.
ან
2. დაწერეთ ესე თქვენ მიერ დასახელებული რომელიმე ანდაზის ან აფორიზმის სათაურად გამოყენებით.